logo_geo
eng_logo
აშშ-ში კორონავირუსის 56 000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა
- +

13 აგვისტო. 2020. 10:41

 

 

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 55 910 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 197 118-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში „კოვიდ 19“-ს კიდევ 1 499 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 166 026-ს მიაღწია.

 

ცნობისათვის, როგორც კოვიდ-ინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner