აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 55 910 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 197 118-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში „კოვიდ 19“-ს კიდევ 1 499 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 166 026-ს მიაღწია.
ცნობისათვის, როგორც კოვიდ-ინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.