შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პარტია „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებთან ვიქტორ დოლიძესა და ირაკლი ჩიქოვანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პირველ რიგში მისი ინტერესია, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს.
შს მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, მაქსიმალური რესურსია მიმართული სავარაუდო დამნაშავეების დაკავებისა და საქმის გონივრულ ვადებში გახსნის მიზნით.
შს მინისტრის თქმით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და იმ შემთხვევაში, თუ რიგი გარემოებები გამოიკვეთა, გამორიცხული არ არის, საქმის გადაკვალიფიცრება მოხდეს.