logo_geo
eng_logo
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსზე სინჯი 500-ზე მეტ მოქალაქეს აუღეს
- +

13 აგვისტო. 2020. 11:22

 

 

გაიზრდება თუ არა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ეს სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ეპიდემიოლოგთა ჯგუფებმა სამ დასახლებაში ეპიდკვლევა დაასრულეს. აღებულია 500-ზე მეტი ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში, რომელსაც PCR-მეთოდით, კორონავირუსზე შეამოწმებენ.

 

სპეციალისტებმა სოფელ გარბანში სიღრმისეული კვლევა ჩაატარეს. ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბოლო დღეების განმავლობაში, ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათი ნაწილი კი, სწორედ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. დაბა სტეფანწმინდასა და სოფელ არშაში კი მიზნობრივი ტესტირება ჩატარდა მხოლოდ მათთვის, ვინც ინფიცირებულთა უშუალო კონტაქტია.

 

ხელისუფლებისა და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლების ინფორმაციით, ჯერჯერობით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში რეგულაციების გამკაცრება დღის წესრიგში არ დგას და სიტუაცია რეგიონში, სრულად კონტროლირებადია. პარალელურად, გრძელდება საბაჟოს თანამშრომელთა გამოკვლევები.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner