უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფქისირდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 592 პაციენტი დაინფიცირდა, 22 გარდაიცვალა, 530 კი გამოჯანმრთელდა.
უკრაინაში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სულ ვირუსის 86 140 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 992 ადამიანი გარდაიცვალა, 46 216 გამოჯანმრთელდა.