logo_geo
eng_logo
ქართველი შემსრულებლების კონცერტები საქართველოს რეგიონებში
- +

24 ივნისი. 2016. 18:49


საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება. 25 ივნისს, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.


ქალაქ გორში, 19:00 საათზე, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე არსებულ სკვერში მსმენელის წინაშე თორნიკე ყიფიანი და ჯგუფი „ვაკის პარკი" წარდგებიან;


ქალაქ რუსთავში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ანრი ჯოხაძის, ნინი ბადურაშვილის, თაკო გაჩეჩილაძის, ჯგუფის „ურსა" და „Koka & T. Blues Mob"-ის კონცერტი გაიმართება. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.


ქუთაისელი მსმენელის წინაშე კი ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზეჯგუფები „Reggaeon" და „Loudspeakers" წარდგებიან (დასაწყისი 19:00 საათზე)


25 ივნისს, კიდევ ერთი რეგიონული კონცერტი ქალაქ ფოთში გაიმართება. 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის მოდენაზე (თეატრის მიმდებარე ტერიტორია) გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მეგი გოგიტიძე და ბენდი, ნინო ძოწენიძე, ვერიკო ტურაშვილი, კახა კუხიანიძე და თამთა ჭელიძე.


„Check in Georgia" აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება; პროექტი  მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას აერთიანებს.


აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia" წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.


პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5" და ხოსე კარერასი.


პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia" მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner