logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
- +

13 აგვისტო. 2020. 13:24

 

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

 

მმართველი გუნდის კანდიდატი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლების: ჭაპალის, სავანეთის, ქვემო არქევანის, ზემო არქევანისა და მამხუტის მოსახლეობას შეხვდა.

 

„თქვენ ხართ გულიანი ადამიანი, რომელმაც სიტყვის ფასი იცის. მადლობა ჩვენი სოფლის პრობლემების გადაწყვეტისთვის. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!“ - ამ სიტყვებით შეხვდა გოგი მეშველიანს მამხუტის მკვიდრი ილგამ ოსმანოვი.

 

ადგილობრივებმა, გოგი მეშველიანს ბოლო წლებში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს, აღნიშნულ დასახლებებში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, გაზიფიცირდა სოფლები: მამხუტი, ზემო და ქვემო არქევანი, სრულად რეაბილიტირდა იმირასანის სარწყავი არხი.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი მოსახლეობის განწყობა, გვქონდეს მათთან მუდმივი, პირადი კომუნიკაცია. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ადგილობრივებისგან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ბოლო წლებში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა, მცირე გამოწვევები კვლავ რჩება, რაც ძირთადად სარწყავი წყლის სიმცირეს უკავშირდება და ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტაზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner