რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 124 ადამიანი კი გარდაიცვალა.
რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 907 758 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 15 384 ადამიანი გარდაიცვალა.