logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: არ ჩავრეულვართ, არ ვერევით და არც ჩავერევით!
- +

24 ივნისი. 2016. 18:51


ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა როგორც მსოფლიოზე, ისე რუსეთზეც აისახება, მაგრამ  ბრიტანელების გადაწყვეტილება ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკაზე არ აისახება.


რუსეთის პრეზიდენტი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა რუსეთის ინტერესებში შედის. ამ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტმა, „პოლიტიკური კულტურის დაბალი დონე" უწოდა.


პუტინის განცხადებით,  რუსეთი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებულ პროცესებში არასდროს ჩარეულა და არც მომავალში აპირებს ჩარევას.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner