ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა როგორც მსოფლიოზე, ისე რუსეთზეც აისახება, მაგრამ ბრიტანელების გადაწყვეტილება ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკაზე არ აისახება.
რუსეთის პრეზიდენტი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა რუსეთის ინტერესებში შედის. ამ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტმა, „პოლიტიკური კულტურის დაბალი დონე" უწოდა.
პუტინის განცხადებით, რუსეთი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებულ პროცესებში არასდროს ჩარეულა და არც მომავალში აპირებს ჩარევას.