სამხრეთ ჩინეთში, ქალაქ შენჯენში, ბრაზილიიდან იმპორტირებულ, გაყინული ქათმის ფრთებზე კორონავირუსი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „Reuters“ ავრცელებს.
ჩინეთის პორტში კვლევები მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკვადორიდან იმპორტირებული, გაყინული კრევეტების შეფუთვაზე კორონავირუსი აღმოაჩინეს.
შენჯენის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ტესტი ჩაუტარეს ყველას, ვისაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდა დაინფიცირებულ საკვებთან, საბედნიეროდ ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
ბრაზილიის საელჩოს წარმომადგენლებმა მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით: „ჩვენთვის უცნობია, როგორ მოხდა დაინფირიცება ან რა ეტაპზეა გაყინული ქათამი ინფიცირებული“.
შენჯენის ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის შტაბმა განაცხადა, რომ საზოგადოებამ თავდაცვის ზომები უნდა მიიღოს ინფექციური რისკების შესამცირებლად.