„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის სოფლების - ხიდისთავის, ზენობნის, ჭაჭიეთისა და ახალშენის, ასევე ქალაქ ოზურგეთის სხვადასხვა უბნის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრებზე დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. ისაუბრეს არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა. შანსი, გავხდე თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და უდიდესი გამოწვევაა. ჩვენ, თქვენთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას“, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.
შეხვედრას ოზურგეთის და ჩოხატაურის საარჩევნო შტაბების, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.