გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადების საფუძველზე პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურორის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღიშნული, საქმე ეხება 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებას.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.