აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა. 211 კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის, ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 2 146 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ის 33 917 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 500 ადამიანი.