logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო: ბელარუსში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაა საჭირო
- +

13 აგვისტო. 2020. 18:35

 

 

„ბელარუსში საჭიროა ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, რომლებსაც საერთაშორისო დამკვირვებლები დააკვირდებიან“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სლოვენიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ბელორუსის კრიზისის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი, საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

 

​მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან ერთად რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებზე ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ.

 

„დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსაც და შეერთებულ შტატებსაც საერთო წუხილი აქვთ იმის გამო, რაც ხდებოდა და ხდება ბელარუსში და ვიმედოვნებთ, ერთობლივი ძალისხმევით ბელორუსი ხალხისთვის საუკეთესო შედეგზე ვიფიქრებთ“, - აღნიშნა მან.

 

მანამდე პომპეომ არ გამორიცხა, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner