ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და ოპოზიციური პარტიების შანსებზე ისაუბრა. როგორც ჩაფიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში მთავარი ოპოზიციური ძალა აღარ იქნება.
„ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური ძალა ვეღარ იქნება, ეს არის არსებული რეალობა. სხვა ოპოზიციური ძალები გაცილებით პოპულარულები არიან საზოგადოებაში, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა". საერთოდ, დარწმუნებული არ ვარ, საარჩევნო ბარიერს თუ გადალახავენ",- განაცხადა ჩაფიძემ.