ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის შეფასებით, რაჭაში სტიქიის შედეგად ჩატარებული სალიკვიდაციო სამუშაოებით გიორგი გახარიამ და მისმა კაბინეტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველაზე რთული გამოწვევების მართვა სწრაფად და შედეგიანად შეუძლია.
"რაჭაში მცხოვრები ჩემი ნათესავებისა და მეგობრებისგან კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდი პროფესიონალიზმი, ძალისხმევა და გულისხმიერება გამოიჩინა ყველა იმ ადამიანმა, ვინც რაჭაში სტიქიის შედეგებს ადგილობრივებთან ერთად ებრძოდა. მადლობა და პატივისცემა ყველა მათგანს“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.