logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: საქართველომ თავად აღიარა, რომ ომი თვითონ დაიწყო და ვის რას ვედავებით?
- +

13 აგვისტო. 2020. 19:29

 

 

„ყველაზე დიდი საშინელება „ნაცებმა“ ევროსაბჭოში ჩაიდინეს, როცა დოკუმენტს ხელი მოაწერეს და აღიარეს, რომ „ომი საქართველომ დაიწყო„ - ამის შესახებ საფრანგეთში მოღვაწე ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთა“ აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.

 

2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავზე ქართულმა მედიამ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ხუთას გვერდიანი მემუარები გაიხსენა, სადაც 13 გვერდი საქართველოს, კერძოდ, 2008 წლის მოვლენებს ეთმობა.

 

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე პრეზიდენტ სარკოზის ზემოხსენებულ შეფასებას მიმოიხილავს და აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ რუსებთან ერთად მოქმედებდა.

 

„თავის მემუარებში პრეზიდენტი სარკოზი ყველაფერს ვერ დაწერდა, მაგრამ თქვა მთავარი – რუსეთი დიდი ხანია ემზადებოდა პროვოკაციისთვის და სააკაშვილი თავად გახდა ამ პროვოკაციის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევიო. დიახ, სარკოზი პირდაპირ მიუთითებს, რომ სააკაშვილს შეეძლო პუტინთან მოლაპარაკებით კონფლიქტი თავიდან აეცილებინა, არადა, ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა ყურადღება არ გაამახვილეს სარკოზის მემუარების იმ ნაწილზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. ის წერს, რომ პუტინს შეუთანხმდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსი ჟენევის მოლაპარაკებაზე გადაწყვეტილიყო! ფაქტობრივად, ეს იყო ექვს პუნქტიანი შეთანხმების მეშვიდე პუნქტი, რომელიც სააკაშვილმა დოკუმენტიდან ამოიღო და სწორედ ამის შემდეგ ცნო პუტინმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. ისე, საინტერესოა, სად არის ეს ყბადაღებული ექვს პუნქტიანი შეთანხმება?!

 

 თუ გავიხსენებთ რიჩარდ მაილსის ინტერვიუს, კონდოლიზა რაისის მემუარებს, ტალიავინის დასკვნასა და ასევე გენერალ მამუკა ყურაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველომ სამაჩაბლოში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დაიწყო, აშკარაა, რომ სააკაშვილი და ნაციონალური ხროვა რუსებთან ერთად მოქმედებდნენ!

 

გაიხსენეთ, რა ხმები ვრცელდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის წინ... ასე რომ, რატომ ვამტვრევთ ქართველები ღია კარს?! ყველაზე დიდი საშინელება „ნაცებმა“ ევროსაბჭოში ჩაიდინეს, როცა დოკუმენტს ხელი მოაწერეს და აღიარეს, რომ „ომი საქართველომ დაიწყო.„ ამის შემდეგ გამოდიან ეს ჩიორები, გვრიტები, ვაშაძეები და მე, გიორგი ფოფხაძეს, რომელიც ოცი წელიწადია ევროსტრუქტურებში ვმუშაობ, მიმტკიცებენ რომ, რასაც ამ სამარცხვინო დოკუმენტში ვკითხულობთ, თურმე სულ სხვა რაღაცას ნიშნავს. ამ ნაძირალა და მავნებელმა „ნაცებმა“ საქართველოს ყველა გზა მოუჭრეს. საქართველომ თავად აღიარა, რომ ომი თვითონ დაიწყო და ვის რას ვედავებით? რუსეთს ჰყავს უძლიერესი დიპლომატიური კორპუსი, რომელიც ჩვენი ელჩებისგან განსხვავებით ევროპაში საშოპინგოდ კი არ დადის, არამედ ქვეყანას ემსახურება. სულ რომ დაიქცეს რუსეთი, რუსი დიპლომატები თავის საქმეს მაინც გააკეთებენ და ამ სამარცხვინო დოკუმენტს ყოველთვის ცხვირწინ აგვიფრიალებენ!“ - აცხადებს გიორგი ფოფხაძე.

 

სარკოზი სააკაშვილის შესახებ წერს:

 

„ჩემი აზრი მის შესახებ არაეთრგვაროვანია, ეს იყო ადამიანი მომავლის ნათელი ხედვით. სხვათა შორის, ის ერთ-ერთი იმ პოლიგლოტთაგანია, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ იგი ორმაგად შეცდა. პირველ რიგში, ის მაშინ შეცდა, როცა წარმოიდგინა, რომ ამერიკელები მისი გულისთვის ომში ჩაერთვებოდნენ. ამას გარდა, მან ეს დაპირება ბევრი ამერიკელი ოფიციალური პირისგან მოისმინა. ის რომ კარგად დაფიქრებულიყო, მიხვდებოდა, რომ ეს ცარიელი სიტყვები იყო. ორი ასეთი შეცდომა კი მეტისმეტია... მდგომარეობა აბსოლუტურად მიუღებელი იყო, თუმცა, გულახდილი უნდა ვიყო და ვაღიარო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა სიტუაციის დასაძაბად. სააკაშვილს უნდოდა თავისი თანამემამულეების ნაციონალისტურ გრძნობებზე ეთამაშა და საბოლოოდ რუსული დათვის გაღვიძება გამოუვიდა!“

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner