logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენ საკვლევ გემს თუ თავს დაესხმებით, მაღალ ფასს გადაიხდით და დღეს მათ პირველი პასუხი მიიღეს
- +

14 აგვისტო. 2020. 02:56

 

 

 

„უკვე ვთქვით, ჩვენ საკვლევ გემს თუ თავს დაესხმებით, მაღალ ფასს გადაიხდით და დღეს მათ პირველი პასუხი მიიღეს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ 19 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

თურქული მედიის ინფორმაციით, ერდოღანს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

 

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში საბერძნეთ-თურქეთის დაძაბულ ურთიერთობებზე თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან ტელეფონით ისაუბრა. ერდოღანმა ანგელა მერკელს უთხრა, რომ თურქეთს რეგიონული პრობლემების გადაჭრა დიალოგის და თანასწორობის საფუძველზე საერთაშორისო სამართლის ჩარჩოში სურს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 14 აგვისტოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.

 

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ნახშირწყალბადების ძებნის ოპერაცია დაიწყო. საბერძნეთი თურქეთს სუვერენიტეტის შელახვაში სდებს ბრალს.

 

ამასთან, ორი დღის წინ, ეგეოსის ზღვაში ბერძნული ფრეგატი თურქეთის სამხედრო ხომალდს შეეჯახა და დააზიანა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner