logo_geo
eng_logo
მინსკში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მოქალაქეებს ათავისუფლებენ
- +

14 აგვისტო. 2020. 11:05

 

 

მინსკში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მოქალაქეებს დროებითი დაკავების იზოლატორებიდან ათავისუფლებენ. ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ბარსუკოვის განცხადებით, ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათიდან ოკრესტინას ქუჩაზე მდებარე იზოლატორს ყველა დაკავებული დატოვებს. გამოცემა „ტუტ ბაის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დროებითი დაკავების იზოლატორთან თავად მივიდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ გათავისუფლებულ მოქალაქეს დაჟეჟილობები აღენიშნება და აცხადებენ, რომ მათ იზოლატორში არასათანადოდ ეპყრობოდნენ.

 

ალექსანდრ ბარსუკოვი დაკავებულების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებს უარყოფს. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 7 000-მდე ადამიანი დააკავა. დაპირისპირების დროს კი სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner