logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

14 აგვისტო. 2020. 11:08

 

 

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ვებგვერდის განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 306 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა ჯამში 1085-ს შეადგენს.

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 334.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ იქნა საქართველოს 41 მოქალაქე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner