პატიმრობაში მყოფი შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ოთხსაათიანი დაკითხვა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში დასრულდა.
გამომძიებლებს მერაბიშვილთან კითხვები ჰქონდათ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ საქმეზე. მერაბიშვილმა ჩვენება მისცა 2013 წლის დეკემბერში ციხიდან მისი გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით.
„გამოძიების მიერ მოხდება მისი პასუხების ანალიზი. დაიგეგმება შემდგომი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ყველა პირი, ვისაც შესაძლოა, შეხება ჰქონოდა ივანე მერებაშვილის განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, აუცილებლად დაიკითხება", - განაცხადა პროკურორმა ამირან გულიაშვილმა.