logo_geo
eng_logo
ანდრეი ბაბიში: ბელარუსში არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს
- +

14 აგვისტო. 2020. 12:19

 

 

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებით, ბელარუსში არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.

 

მისივე თქმით, განმეორებითი კენჭისყრა საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით უნდა გაიმართოს.

 

„ბელარუსში არჩევნები განმეორებით უნდა გაიმართოს, გამჭვირვალედ და უცხოელი დამკვირვებლების თანდასწრებით. ვესაუბრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკის და მოვითხოვ, ამ საკითხზე ევროპული საბჭოს წევრების საგანგებო მოლაპარაკებები გაიმართოს“, – განაცხად ანდრეი ბაბიშმა.

 

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შედმეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში ზედიზედ მეექსვედ ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. დღეს ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner