logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
- +

14 აგვისტო. 2020. 13:12

 

 

„ქართული ოცნების“ მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ძველი ქანდის, ქვემო წეროვნის და წეროვნის კვლევითი ინსტიტუტის მოსახლეობას შეხვდა.

 

შალვა კერესელიძემ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გაააცნო. შეხვედრებზე ასევე  ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე.

 

„მოსახლეობის განწყობა ძალიან კარგია. ისინი გულწრფელად აღნიშნავენ გასულ წლებში გაკეთებულ სიკეთეებს, მაგალითად, ინფრასტრუქტურულ და  სოციალურ პროექტებს.  ადგილობრივებს სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ და მისი მოგვარება მომდევნო წლებში ჩვენთვის პრიორიტეტულია“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

 

შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ათამდე სოფლის მოსახლეობას უკვე შეხვდა, დეპუტატობის კანდიდატი მომდევნო თვეების განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის ყველა სოფელში გეგმავს ამომრჩევლებთან შეხვედრებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner