„Odoxa"-ს მიერ საფრანგეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელიც სპეციალურად ტელეარხ „ITELE I" და „Paris Match"-სთვის გაიმართა, დიდი ბრიტანეთის მსგავსი რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, ფრანგების ორი მესამედი ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლაზე უარს იტყოდა.
ფრანგების 64 %-ს სურს, რომ საფრანგეთი ევროკავშირის წევრად დარჩეს, უარყოფითი პასუხი აქვს 35 %-ს. ერთ პროცენტს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პასუხი არ აქვს.
დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიაში „ნაციონალურ ფრონტში" განაცხადეს, რომ საუკეთესო დროა დემოკრატიის მათ ქვეყანაში იმპორტირებისთვის. მათივე აზრით, ამ საკითხზე ფრანგებსაც აქვთ არჩევნის უფლება.