logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის დამახასიათებელი ნიშანი არის მისწრაფება დესტრუქციული პროცესების განვითარებისკენ
- +

14 აგვისტო. 2020. 18:58

 

 

„ოპონენტების წარმომადგენლები, როგორც მაჟორიტარები ასევე, პარტიულები, (მცირე გამონაკლისების გარდა) არის ერთგვაროვანი ჯგუფი. მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც ამ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ, არის ის, რომ ძალიან დიდია ამბიციები და ეს ამბიციები ერთმანეთში საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებას განაპირობებს. ისეთსავე დაპირისპირებას, როგორიც აქამდე იყო. ისინი აგინებდნენ ერთმანეთს, შემდეგ აქებდნენ და შემდეგ იცვლიან პოზიციას. ეს არის მათი საერთო დამახასიათებელი ნიშანი. მეორე ნიშანი რაც მათ არ განარიდებს ერთმანეთს, ეს არის მისწრაფება დესტრუქციული პროცესების განვითარებისკენ, რაც უჩენს მათ პერსპექტივას, რომ იქნებ იმდენად აიმღვრეს წყალი, რომ ეს დესტრუქცია პოლიტიკური დივიდენდების მიღების წყაროდ იქცეს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოება კარგად აცნობიერებს, ამ სურათს და თუ ამას დაემატება საშინაო და საგარეო გამოწვევები, რომელიც დღეს სამწუხაროდ არსებობს, დავინახავთ, რომ „ქართული ოცნება“ სწორედაც ის სტაბილური ძალაა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს.

 

„სირთულეები ყველას ერთი გვაქვს, მაგრამ პერსპექტივა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უფრო მკაფიოა და თვალნათელია ის, რომ ჩვენ შევიძინეთ და განვავითარეთ ის ფუნქცია, რაც არ არსებობდა. მხედველობაში მაქვს სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც უსაფრთხოებას და ეკონომიკის განვითარებას გულისხმობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner