„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. გოგი მეშველიანი ამჯერად, წალკის მუნიციპალიტეტში დაბების - ბედიანის, ხრამჰესის, თრიალეთის, სოფლების - კავთასა და დაშბაშის მოსახლეობას შეხვდა.
მმართველი გუნდის კანდიდატი მოსახლეობას დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
„მე თქვენთან შეხვედრა არჩევნების მიღმაც არ უნდა მომერიდოს და ისეთს არაფერს შეგპირდებით, რის შესრულებასაც ვერ შევძლებთ. ერთს კი გპირდებით, რომ არსებული გამოწვევების დასაძლევად დროს და ენერგიას არ დავიშურებთ. მჯერა ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს“, - აღნიშნა გოგი მეშველიანმა.
მოსახლეობის ძირითად პრობლემას საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის და მიწის) დაკანონება, საკანალიზაციო სისტემის არარსებობა/გაუმართაობა წარმოადგენს .ახალგაზრდებს კი სურთ მოეწყოს სპორტული მოედნები.