logo_geo
eng_logo
მინსკში შეკრებილმა ასეულობით მოქალაქემ საპროტესტო აქციის დროს დაღუპულს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო
- +

15 აგვისტო. 2020. 16:14

 

ბელარუსის დედაქალაქში შეკრებილმა ასეულობით მოქალაქემ საპროტესტო აქციის დროს დაღუპულ მომიტინგეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

 

მეტროსადგურ „პუშკინსკაიასთან“ მოქალაქეებმა შეკრება ადგილობრივი დროით 12 საათიდან დაიწყეს და მათ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. აქციის მონაწილის დაღუპვის ადგილას მინსკის მცხოვრებლებმა ყვავილები მიიტანეს.

 

პუშკინის მოედანზე პოლიციის ძალები არ შეინიშნება. აქციის დროს დაღუპულ მოქალაქეს დღეს დაკრძალავენ.

 

მინსკში, პუშკინის მოედანთან აქციის მონაწილე 10 აგვისტოს, საღამოს დაიღუპა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner