logo_geo
eng_logo
კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა
- +

24 ივნისი. 2016. 20:36

 

 

ამალი-დევდორაკის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. შეხვედრას, რომელიც კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის ეროვნულ სიტუაციურ ოთახში ჩატარდა, ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირი დაესწრო.


პრემიერ-მინისტრმა სხდომის მონაწილეებისგან მოისმინა ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ, გაეცნო სტიქიის ადგილიდან მიღებულ ვიზუალურ მასალას და სპეციალისტების მიერ მომზადებულ დასკვნებს. შეხვედრის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრს გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაობის გეგმა წარუდგინეს. გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის მონაწილეებს დაავალა სტიქიით გამოწვეული შედეგების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში აღმოფხვრა. ამ მიზნით გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების კოორდინაციას პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი განახორციელებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner