ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ პროკურატურის გადაწყვეტილებაზე ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ნიშნიანიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, მას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პროკურატურის გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში ეჭვქვეშ დააყენოს.
„არ არის საჭირო პოლიტიკოსების მხრიდან პროკურატურის მუშაობის შეფასება. ეს უწყება, სასამართლო სისტემა და ა.შ. უნდა იყოს ხელშეუხებელი. მათ მიმართ ნდობის კულტურა უნდა გაიზარდოს. თუ არ ვენდეთ სასამართლოს, თუ არ ვენდეთ გამოძიებას, მუდმივად იქნება აპელირება. არანაირი საფუძველი არ მაქვს, ეჭვი შევიტანო პროკურატურის მიერ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში და გადაწყვეტილებაში",- განაცხადა ნიშნიანიძემ.