logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ეს იყო ის ჩანაწერი, რომელიც რუსეთსა და პუტინს აწყობდა
- +

15 აგვისტო. 2020. 22:47

 

 

„ერთმნიშვნელოვნად ეს იყო მოღალატეობრივი ქმედება, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ამ ჩანაწერს პირველად საერთაშორისო დონეზე, რითაც ფაქტობრივად მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველო და საქართველოს შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა ცეცხლის გახსნასა და ომის დაწყებაში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველაზე საფრთხის მატარებელი და ანტისახელმწიფოებრივი განაცხადი გახლავთ ის, რომ აქ არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

 

„თუ ომი ჩვენ დავიწყეთ და ომს მოჰყვა ოკუპაცია, ამ შემთხვევაში საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა და ეს არის ყველაზე სერიოზული და მძიმე ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა ეს იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი ქმედება. მეტიც, ეს იყო ის ჩანაწერი, რომელიც რუსეთსა და პუტინს აწყობდა და აქ მხოლოდ ერთი შეფასება შეიძლება იყოს, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ის შემოიჭრა სამხედრო ძალით და როდესაც ბატონი ბაქრაძე საუბრობს, სამარცხვინოდ აფასებს და ფიქრობს, რომ აქ ადგილი ჰქონდა კომპრომისს, რა კომპრომისზე შეიძლება ვისაუბროთ? რა მტკიცება უნდა ოკუპაციას? ოკუპაცია დგინდება არა ბაქრაძის ნება-სურვილით ან სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადებით, არამედ ოკუპაციას ადგენს საერთაშორისო სამართალი და ფაქტებთან გვქონდა ჩვენ საქმე: რუსეთი შემოიჭრა, მოახდინა ტერიტორიების ოკუპაცია, გამოდევნა იქიდან ჩვენი ეთნიკური მოსახლეობა და განათავსა იქ სამხედრო ბაზები. ეს არის ფაქტები და ამას არანაირი კომპრომოსი არ სჭირდება საქართველოს“- განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner