logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: რუსეთს მოუწევს დეოკუპაცია, მაგრამ ეს პროცესი უნდა მოხდეს ზიანის გარეშე, მშვიდობიანად და ჩვენი სიმართლით
- +

15 აგვისტო. 2020. 22:28

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსეთს მოუწევს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, მაგრამ ეს პროცესი უნდა მოხდეს ზიანის გარეშე და მშვიდობიანად. ამ საკითხზე მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ ილაპარაკა.

 

„მე ამ კითხვას დავაკავშირებდი რუსულ პროპაგანდასთან, რომელიც მთელი ნატოს ქვეყნებისთვის არის გამოწვევა. პროპაგანდას, საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ მოქმედებას, პასუხი უნდა გაეცეს სწორი, თანმიმდევრული სვლით ცივილიზაციისკენ. ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ. საქართველო მიდის თანმიმდევრულად, ყველა ის შედეგი რაც არის ჩვენს, ევროკავშირსა და ნატოს შორის ურთიერთობაში ესაა ხელშესახები“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

 

მისი თქმით, საქართველომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესში გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწია.

 

 „ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნის პროგრესს აღიარებს მთელი საერთაშორისო ცივილიზაცია. ჩვენი კავშირი ნატოსთან არის ყველაზე მაღალ დონეზე, ისევე როგორც შეერთებულ შტატებთან. ჩვენი პასუხი ოკუპაციასთან მიმართებაში უნდა იყოს ის, რომ გავხდეთ ძლიერი სახელმწიფო, ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ჩვენი ცივილიზებული პოლიტიკით და იმ ოჯახით, რომელსაც აქვს რეალური ძალა, მშვიდობიანი პოლიტიკით, რა თქმა უნდა რუსეთი გვერდს ვერ აუვლის პროგრესის დინამიკას. რუსეთს მოუწევს დეოკუპაცია, მაგრამ ეს პროცესი უნდა მოხდეს ზიანის გარეშე, მშვიდობიანად და ჩვენი სიმართლით. სიმართლე ჩვენს მხარეზეა და არავისთან კომპრომისი ჩვენ არ გვჭირდება“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner