თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში მოსული უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, რის შედეგადაც, ათამდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები დაიტბორა.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხუთი ეკიპაჟი.
მაშველები მოსახლეობას წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია, უხვი ნალექის დროს სახლები ეტბორებათ.
მოსახლეობა ცენტრალური შემკრების გაწმენდას და სანიაღვრე არხების გაფართოებას ითხოვს.