„დოიჩე ველე" ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დიდ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმს „ევროპაში გარდატეხის მომენტი" უწოდა.
„დღევანდელი დღე ევროპისთვის გარდამტეხი მომენტი გახდა, გარდამტეხი გახდა გაერთიანების ევროპული პროცესისთვის", - განაცხადა მერკელმა.
მისივე თქმით, გერმანიაზეა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და დაინტერესება, რომ ევროპის გაერთიანება წარმატებით დაგვირგვინდეს. ამასთან, მერკელი აცხადებს, რომ საჭიროა ბევრი რამის გაანალიზება გააზრებულად და დინჯად.
ანგელა მერკელი ბერლინში ეპატიჟება საფნაგეთის პრეზიდენტს, იტალიის პრემიერს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს.