ცოტა ხნის წინ ფონიჭალაში ავარია მსხვერპლით დასრულდა. სავარაუდოდ, დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე რამდენიმე ადამიანს დაეჯახა.
ორი ადგილზე გარდაიცვალა, მათ შორის 5 წლამდე ბავშვი და ახალგაზრდა ქალი.
დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ში განგვიმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.