სლოვაკეთში ბელარუსის ელჩმა, იგორ ლეშენიამ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსული გამოცემა „ნაშა ნივა“ ავრცელებს.
„ყველა ბელარუსის მსგავსად, მე შოკში ვარ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წამებისა და ცემის შესახებ ისტორიების გამო“, – ნათქვამია დიპლომატის განცხადებაში, რომელსაც გამოცემა ავრცელებს.
ბელარუსის ელჩის თქმით, ის მხარს უჭერს ქუჩებში გასულ ბელარუსებს.
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს შემდეგ გრძელდება. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.