logo_geo
eng_logo
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
- +

16 აგვისტო. 2020. 11:43

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გლობალური მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის თითქმის 300 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.

 

კერძოდ, ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 294 ათასი შემთხვევა გამოვლინდა.

 

მსოფლიოში სულ კორონავირუსის 21 მილიონ 395 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 770 ათასზე მეტი ინფიცირებული, 13 მილიონზე მეტი ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა.

 

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია აშშ-ში, ბრაზილიასა და ინდოეთში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner