logo_geo
eng_logo
„მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
- +

24 ივნისი. 2016. 21:12



"მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, ვანო კიღურაძის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელთა მხრიდან მწვავე კრიტიკის საგნად იქცა, დღეს მესამე მოსმენით მიიღეს. საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი 69 დეპუტატმა დაუჭირა.


საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტზე ასაკობრივი შეზღუდვა გავრცელდება - პროექტის გათვალისწინებით, ამ ორ თანამდებობაზე არ შეიძლება აირჩეს პირი 70 წლის ასაკიდან.


ამავე ცვლილებებით, მეცნიერებათა აკადემიაში წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტს, სტიპენდიანტთა ინსტიტუტი ჩაანაცვლებს - აკადემიას სტიპენდიანტების არჩევისა და მათთვის 1000-ლარიანი ყოველთვიური ანაზღაურების დანიშვნის უფლებამოსილება მიეცემა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner