სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ერთი „კოვიდ 19“-ით დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა.
16 აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთში რეგისტრირებულია „კოვიდ 19“-ის 41 663 შემთხვევა. აქედან 34 584 უკვე გამოჯანმრთელდა.
ჯამში, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 061 პაციენტი, მათგან 243 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.