თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ დვალთაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცეცხლი შეშის ღუმელიდან სახლში გავრცელდა. ადგილზე მანგლისის განყოფილების სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა მუშაობს.
ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. მეზობელ სახლებზე გადასვლის საშიშროება აღარ არის. სახის არეში დამწვრობა მიიღო სახლის მეპატრონემ, რომელსაც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია.