logo_geo
eng_logo
მინსკში დღეს ორი დემონსტრაციაა დაგეგმილი
- +

16 აგვისტო. 2020. 13:17

 

 

ბელარუსის დედაქალაქში დღეს ორი დემონსტრაციაა დაგეგმილი.

 

მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე დღეს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერი მიტინგი იმართება.

 

ადგილზე უკვე იკრიბებიან აქციის მონაწილეები, ასევე მიყვანილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

 

მოგვიანებით, ასევე დამოუკიდებლობის მოედანზე დაგეგმილია ანტისამთავრობო მსვლელობა „მარში თავისუფლებისთვის“, რომლის მონაწილეები ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელი სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ.

 

საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner