ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 77 ადამიანს ჩაუტარდა, შვიდ მათგანს კი, „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.
ამ ეტაპზე, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 21 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამი საშუალო სიმძიმის და ერთი მძიმე პაციენტია.
ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 189 შემთხვევაა დაფიქსირებული. 69 გამოჯანმრთელდა, სამი კი, გარდაიცვალა.