logo_geo
eng_logo
მესტიის მერია: ის, რაც დღეს „მთავარმა არხმა“ იკადრა, არის სვანების შეურაცხყოფა
- +

16 აგვისტო. 2020. 16:00

 

 

„ვფიქრობთ, რომ ის, რაც დღეს „მთავარმა არხმა“ იკადრა, არის შეურაცხყოფა სვანების, ამ კუთხის და თითოეული იმ ადამიანის, ვინც ჩვენთან ტურისტული მიზნით ჩამოვიდა. ფეიკ-ნიუსების ქარხანა არ ჩერდება“, – მესტიის მუნიციპალიტეტის მერია „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ ინფორმაციას ეხმიანება, თითქოს ლენჯერის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს გეგმავს, რადგან მარაგი ამოეწურათ და დახმარება არ შედის.

 

მესტიის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ  ლენჯერის თემის ყველა ოჯახისთვის პროდუქტის მიწოდება მიმდინარეობს.

 

„დღეს მიმდინარეობს ლენჯერის თემის ყველა ოჯახისთვის პროდუქტის მიწოდება, თითოეულ ადამიანთან კონტაქტზე ვართ ინდივიდუალურად, წარმომადგენლების მეშვეობით და ყველას საჭიროებას მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ.

 

პარალელურ რეალობაში გვარამია უყვება ხალხს, თითქოს აქ კრიზისია და გამოსვლები იწყება. ისევ კორონას მხარეს დგას, რაც უტყუარი ნიშანია, რომ მარცხისთვის განწირულია“, - ნათქვამია მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

 

„მთავარ არხზე“ ასევე გადაიცა ორი სატელეფონო ჩანაწერი მოსაუბრის ფოტოს ჩვენებისა და ვინაობის  დასახელების გარეშე. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ზუსტად იცის, რომ მოსახლეობას ფულს სთავაზობენ, რათა მათ სოფელში კორონავირუსის არსებობა დაადასტურონ.

 

https://www.facebook.com/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner