logo_geo
eng_logo
83 წლის ქალი გაკოჭეს და თანხა წაიღეს
- +

16 აგვისტო. 2020. 18:43

 

 

სენაკში ბიზნესმენ ბაჩანა გვილავას საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს. იგი მცირე ბიზნესს ეწეოდა. წაღებულია თანხა, თუმცა, რაოდენობა არ კონკრეტდება.

 

მეზობლების ინფორმაციით, სენაკში კლდიაშვილის ქუჩაზე ბაჩანა გვილავას სახლში შევიდა სამი ნიღბიანი პირი, მათ სახლში მყოფი 83 წლის ქალი გაკოჭეს და ოჯახიდან თანხა წაიღეს. მოხუცს ხელ-ფეხი მეზობლებმა გაუხსნეს.

 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო.

 

პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner