logo_geo
eng_logo
იტალიაში ქურდობის ბრალდებით 38 წლის ქართველი დააკავეს
- +

16 აგვისტო. 2020. 20:20

 

 

იტალიაში 38 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია მილანის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, ქართველმა კაცმა მილანის ცენტრში ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში 3 000 ევროს ღირებულების ტანისამოსი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ის მაღაზიის მფლობელმა შეამჩნია, ველოსიპედით უკან გაეკიდა და მისი დაჭერა მოახერხა, პარალელურად კი პოლიცია გამოიძახა.

 

იტალიის პოლიციამ მამაკაცი დააკავა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner