ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილ მომხრეებს მიმართა, რომ მადლიერების ნიშნად მათ წინაშე იჩოქებს.
„დიდი მადლობა თქვენ. მე თქვენ წინაშე მუხლზე ვდგავარ პირველად ჩემს სიცოცხლეში. თქვენ ეს დაიმსახურეთ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა მიტინგზე გამოსვლისას.
ლუკაშენკო ტრიბუნიდან ჩამოვიდა და ხალხს თავი დაუკრა.
„ძვირფასო მეგობრებო, ამ 50 ათასი ადამიანის ქმედების ფასეულობა იმაშია, რაც მე აღმაფრთოვანებს: ამით უჩვენეთ, ვინ არის სახლის პატრონი“, - განუცხადა შეკრებილებს ლუკაშენკომ მიტინგის დასასრულს.