logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ლუკაშენკო: თქვენ წინაშე მუხლზე ვდგავარ ცხოვრებაში პირველად
- +

17 აგვისტო. 2020. 00:30

 

 

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილ მომხრეებს მიმართა, რომ მადლიერების ნიშნად მათ წინაშე იჩოქებს.

 

„დიდი მადლობა თქვენ. მე თქვენ წინაშე მუხლზე ვდგავარ პირველად ჩემს სიცოცხლეში. თქვენ ეს დაიმსახურეთ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა მიტინგზე გამოსვლისას.

 

ლუკაშენკო ტრიბუნიდან ჩამოვიდა და ხალხს თავი დაუკრა.

 

„ძვირფასო მეგობრებო, ამ 50 ათასი ადამიანის ქმედების ფასეულობა იმაშია, რაც მე აღმაფრთოვანებს: ამით უჩვენეთ, ვინ არის სახლის პატრონი“, - განუცხადა შეკრებილებს ლუკაშენკომ მიტინგის დასასრულს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner