„ფოქსნიუსი“ „სიენენზე“ უარესი გახდა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
„უქმეებზე დღის განმავლობაში „ფოქსნიუსის“ ყურება შეუძლებელია. ის უარესია, ვიდრე ყალბი ამბების გადმომცემი „სიენენი“. მე რეკომენდაციას გაძლევთ, გადართოთ „ვან ამერიკა ნიუს ნეტვორკზე“. ისინი მართლაც „სამართლიან და დაბალანსებულ“ საქმეს აკეთებენ!“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ბოლო სატელეფონო ინტერვიუ „ფოქსნიუსს“ დღეს დილით მისცა.