logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: ეს შეთქმულებების პერიოდია მთელი ევროპის მასშტაბით!
- +

24 ივნისი. 2016. 21:35



საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებულ სამეფოში გამართული რეფერენდუმის შედეგებს ეხმაურება:


გუშინდელი რეფერენდუმის შემდეგ გაირკვა, რომ გაერთიანებული სამეფო ტოვებს ევროკავშირს, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპის ქვეყნებისთვის სრულიად ახალი პერიოდი იწყება, მათ შორის იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც ევროკავშირთან დაახლოება სურს.

 

ჩვენ დიდი გაურკვევლობის პერიოდში შევდივართ. ეს მოლაპარკებებისა და შეთქმულებების პერიოდია მთელი ევროპის მასშტაბით. ვინც ევროკავშირში დარჩა, შეეცდება, რომ მოილაპარაკოს მასთან, ვისთან მოლაპარაკებაც არ შეიძლება, მაგალითად პუტინთან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია მოახდინონ. ეს უკრაინისთვის ძალიან რთული და სახიფათო პერიოდია, ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს მივიღებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner