“ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, 2 ახალგაზრდას გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს შევიდა.
„ბაუჰაუს ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში გუშინ, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“,-განაცხადეს უწყებაში.
ცნობისთვის, “ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს – გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს ეძებენ.